"წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია,

მაშინ ეპოქა გათავდა დიდი"







''მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..


მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდაბანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული
.''



















რა გული უნდა გქონდეს ამისთანა, რომ ეს თქვა?
რა სულიერი ძალა უნდა გქონდეს, რომ ეს სიტყვები შეასრულო?

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,



"ხშირად ადამიანებს უფრო ეწადნიერებათ და ეხერხებათ მოკვლა საკუთარი ღმერთისა...
ცოცხალ ღმერთს ვერ იტანენ, მკვდარი ღმერთი კი უყვართ,-თვითონვე რომ მოჰკლავენ და თვითონვე გააღმერთებენ.
და მოჰკლეს ღმერთი ჰებრაელთა...
ხელი შეიგინეს სამარადჟამოდ...
ანდა...
რომ არ მოეკლათ,იქნებ ღმერთი არც იქნებოდა?!"


ლევან სანიკიძე "დედა ისტორია"




ქართულის თემებზე მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები



რა გითხრათ, რით გაგახაროთ









ბედნიერი ერი










..............................................................................................................................
ისტორიის გაკვეთილისთვის მოსწავლეების მიერ მომზადებული თემა:


ილია ჭავჭავაძე



ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი


ყოველი დიდი ადამიანი ეპოქის პირობებს იყენებს საუკეთესოდ და ქმნის თავისას.


ილია ჭავჭავაძე XIX-XX საუკუნეში იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის. ეს ეპოქა იყო ერთერთი ყველაზე უიმედო ქვეყნის ისტორიაში. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ორი ნაკადის გაცხარებული ბრძოლა , პესიმისტებისა და ოპტიმისტების, ვითარებიდან გამომდინარე ჩანს, რომ პესიმისტები ჭარბობდნენ. ამ პერიოდში ორმა სრულიად განსხვავებულმა პიროვნებამ, გიორგი მუხრან-ბატონმა და ივანე ჯაბადარმა, ნარკვევები გამოაქვეყნა. მათი დასკვნის ძირითადი აზრი ის იყო ,რომ ქართველი ხალხის ეროვნული ენერგია უკმარია თავისუფალი, დამოუკუდებელი არსებობისთვის, ამიტომ ღირებულებებიც არ გააჩნია და რაც მალე გაითქვიფება დიდ ერში და გადაშენდება, მით უკეთესია მისთვის. ამგვარი დასკვნა რომ მტრობით და სიძულვილით ყოფილიყო გამოწვეული ნაკლებად საშიში იქნებოდა , მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო ქვეყნის მტერი... ისინი, ეროვნული მსოფმხედველობის თვალსაზრისით სასოწარკვეთილი ადამიანები იყვნენ. ამ სასოწარკვეთამ შვა მათი ნიჰილიზმი. ერმა მარადიულ ქვეშევრდომობას ნაციონალური სიკვდილი ამჯობინა. საშინელი და შემზარავი იყოსიკვდილით მოპოვებული ხსნა.”


სწორედ ასეთი სიტუაცია იყო ქვეყნის შემზარავი რეალობა. ქართველი ერი მონობას მიჩვეული და დამუნჯებული, დაყრუებული და ქვემძრომია. განადგურებული, გადაფასებული ან საერთოდაც გადაფასებული ღირებულებებით, სიამაყის გრძნობა, ერის თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელილა, ხალხი კი ჩუმადაა, ერს სძინავს, იგი არ იბრძვის ქვეყნის უკეთესი, ხვალინდელი დღისთვის . შეიძლება ითქვას, რომ მცირე გაფართხალებით დაღლილი, ბედს შეგუებული ხალხი დანებებულია, კმაყოფილია იმ დღევანდელობით რომელიც ასაზრდოებს.


დღევანდელი საზრდო სრულიად საკმარისია , დღეს გადავრჩებით, ხვალამდე მივაღწევთ და ხვალ რა იქნება??? ამაზე ხვალ ვიფიქრებთ. ქვეყნის ბედზე საფიქრალად დრო არ აქვს ქართველ ხალხს, იმდენად დაცემულია საკუთარი კუჭის დონეზე. ეს არის ეპოქა, რომელიც იყო ილიამდე... საცოდავი, თოვლად უქონელი ხალხი კი რატომღაც თავისბურად ბედნიერია. მას ყოფნის ის მოწყალება, რომელსაც გადმოუგდებენ. ეს წყვდიადის ეპოქაა.



ქართული საქმის უფროსი


საშუალოზე დაბალი, ჩამრგვალებული, სანდომიანი სახით, დინჯად მოარული და მოქმედი_- ასეთი იყო ილია ჭავჭავაძე. ის იყო ბურთივით მრგვალი, რომგორც გრიგოლ ორბელიანი იტყოდა , მაგრამ ეს არ იყო კომიკური სიმრგვალე, ეს მისი სიდინჯისა და სიბრძნის ერთგვარი გამოხატულება იყო. ილიას სახე იყო ძალიან მოქმედი ადამიანზე, მთავარი მის გარეგნობაში იყო თვალები, ხოლო მის ქმედებაში სიტყვა.


მოგონებებიდან ჩანს, რომ ილია ლაღი და ხალისიანი ბავშვი ყოფილა. მისი ბავშვობის დეტალები გადმოცემული არაა, მხოლოდ მცირე მოგონებებია აღდგენილი, თუმცა რატომ უნდა აღინიშნოს ადამიანის ყოველი ნაბიჯი გადადგმული ბავშვობაში? წინასწარ ვინ უწის, ვინ რა კაცი დადგება? ზოგჯერ გგონია სიკეთისა და სათნოების განსახიერება დადგება, და პირიქითაა, ზოგჯერ კი ბავშვობაში ათვალწუნებული, როცა დავაჟკაცდება, ქვეყნის სამსახურში დალევს სიცოცხლეს. ეს მარადიული კანონზომიერებაა და ყოველი კაცის ბავშვობა ლაღად, უდარდელად, სხვათაგან შეუმჩნევლად.


1857 წელს ილია პეტერბურგში ჩავიდა, სადაც უნივერსიტეტში საკუთარი ძალისხმევით ჩაირიცხა იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ მეცნიერებათა კურსზე. ამ ფაკულტეტის მიზანი იყო ნამდვილი სპეციალისტების მომზადება და მართლაც ილიამ საფუძვლიანი, მრავალმხრივი განათლება მიიღო და გამოიყენა კიდეც სამშობლოსთვის.


სტუდენტობის წლებში რათქმაუნდა ყმაწვილ-კაცს ნათლად ჩამოყალიბებული მრწამსი არ გააჩნდა,მაგრამ უმთავრესი პრინციპი უთუოდ განსაზღვრული ექნებოდა. სწორედ ეს მრწამსი აიძულებდა ილიას ახალგაზრობაში, პეტერბურგში ყოფნისას მთელი დრო და ენერგია სწავლისთვის მოენდომებინა. ილიას მოქმედებას განსაზღვრავდა აზრი, რომელიც მან ასე გამოთქვა: “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და საწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? ენა საღმთრო რამ არის, საზოგადო საკუთრება, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.’”


სხვათა შეცდომა კაცმა არ უნდა გაიმეოროს, წარსული და ისტორია იმისთვის არსებობს,რომ ძველი გაკვეთილი ცუდიც და კარგიც, ავითვისოთ, რაც საჭიროა მივიღოთ და რაც არა უკუვაგდოთ. კაცობრიობის ისტორია მარადიული წინსვლაა, უკან თუ მივიხედავთ მხოლოდ იმისთვის რომ მომავლის გზა დავინახოთ.”


კამათის დროს, როდესაც ილიამ ეს სიტყვები წარმოსთქვა სწორედ ეს ძირითადი დებულებანი ვერ გაიგეს და ასტეხეს აურზაური. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ახალგაზრდა კაცს უფროსი თაობის უპატივცემულობა დააბრალეს, ზრდილობა დაუწუნეს. რევაზ ერისთავმა კი თქვა: “მამული, ენა და სარწმუნოებაო?! მეოთხეს კი ივიწყებს წინაპართა ნაანდერძევ- ზრდილობას.” ილიას თავიდანვე უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ის სტრიქონებს :”მამულო სანატრელო, შენ როსღა აყვავდები?” ჟურნალცისრისზოგიერთი თანამშრომლის გულიანი ხითხითი გამოუწვევია: “ნეტავი დაანახვა ეხლა საქართველო როგორ მწვანე ხავერდივით ბიბინებს! “ ამგვარ მწერლებს ძნელად თუ გააგებინებდი რა აწუხებდა და აწვალებდა ილიას, მაგრამ მან მაინც უპასუხა მოპაექრეებს, კამათში ჩაებნენ ილიას თანამზრახველებიც- გიოგრი წერეთელი, აკაკი წერეთელი, სამსონ აბაშიძე... მოვიდა ახალი თაობა, ახალი აზრით, ახალი მიზნით, ახალი შესაძლებლობებით...


ცისკარისაასპარეზოდ აღარ გამოდგებოდა, ამიტომ ილია მთელი ძალ-ღონით შეეცადა ახალი , საჭირო ჟურნალის გამოცემას. 1863 წლის თებერვალშისაქართველოს მოამბისპირველი ნომერი გამოვიდა. ჟურნალის თავფურცელს ამშვენებდა მარკოზის სახარების სიტყვები: “რა ჟამს იგი რტონი მისნი დაჩჩუიან და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ რამეთუ ახლოს არს ზაფხული (XIII, 28)”.


ეს იმედი ჭაბუკი ილიას უტეხ რწმენას გამოხატავდა, თორემ ზაფხული, რომელსაც იგი მოელოდა, ძალიან შორს იყო.


დიმიტრი ყიპიანის მიერ საადგილმამულო ბანკის დაარსების უშედეგო მცდელობის შემდეგ გადაწყდა ეს საქმეც ილია ჭავჭავაძისთვის მიენდოთ. თუ იგი ადრე თავადაზნაურობის კეთილდგეობის შესანარჩუნებლად იყო ჩაფიქრებული, ილიას ხელში ეროვნული ცხორების განახლების იარაღად იქცა, ქართველთა სულიერი თუ მატერიალური საქმიანობის ფუძე გახდა. ილიას თავკაცობით საადგილმამული ბანკის ახალი წესდება შემუშავდა, მაგრამ უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა ამ პროექტის დამტკიცებას. ორი წელი დრო მოსკოვსა და პეტერბურგში მისვლა-მოსვლას, იქ ტრიალსა და ბიუროკრატიულ კიბეზე აღმა-დაღმა სიარულს მოანდომა ილიამ, თუმცა თავისი მაინც გაიტანა და 1874 წლის 28 მაისს წესდება დამტკიცდა, 1875 წლის იანვარ-თებერვალში კი ბანკმა არსებობდა დაიწყო.


ილიას კიდევ ერთი უდიდესი საქმე საერთო სახალხო განათლების მოწყობაა. დიდხანს ოცნებობდენენ, იკრიბებოდნენ, გეგმავდნენ, იმედს არ კარგავდნენ და საბოლოოდ 1879 წელში მთავრობამ წესდება დაამტკიცა. “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებასაქმიანობას შეუდგა. თავმჯდომარედ დიმიტრი ყიფიანი აირჩიეს სამი წლის ვადით შემდეგ კი 1885 წელს ილია გახდა თავმჯდომარე და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. ასეთი ბედი ჰქონდა ამ კაცს. იქ, სადაც სხვები ერთი ან ორი ვადით ძლებდნენ იგი სამუდამოდ რჩებოდა რადგან მასზე უკეთესს უბრალოდ ვერ პოულობდნენ. ხშირად უმადურობით გამოწვეულ გულისტკივილსაც კი ივიწყებდა რადგან წასვლა საქმის ღალატად მიაჩნდა.


უთვალავი საქმე ჰქონდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, სკოლის შეშით მომარაგებით დაწყებული დამთავრებული სასწავლებელთა რუსუფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლით. თუმცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე წინააღმდეგობები ხვდებოდა, წიგენბის შეგროვებაც უჭირდათ, სკოლებში ქართული ენა იკრძალებოდა და ძალიან დიდი საშიშროება იყო ქართველი ახალგარზდების გარუსებისა, ვინაიდან საზოგაროება სრულიად არაფერს არ აკეთებდა რამის გამოსასწორებლად. ზოგი რუსული პროპაგანდით დაბრმავებული, ზოგიც დაშინებული .... მიუხედავად ამ ყველაფრისა ილია სრულიად შეუპოვრად იბრძოდა ეროვნული საქმისთვის თავის თანამოაზრეებთან ერთად. ეს ადამიანები მესაზღვრე ჯარისკაცებს ჰგავდნენ, ყოველწუთს მტრის თავდასხმას რომ მოელიან.


XIX საუკუნის მიწურულს ილიამ ცოტა ხნით თავი დაანება პროზასა და პოეზიას და თავისი შემოქმედებით პუბლიცისტიკასა და საზოგადოებრივ საქმეს ემსახურება, ადრინდელივით აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის.


ღოცა ილია ჭავჭავაძის ლირიკას თავიდან ბოლომდე გადაავლებ თვალს, პირველი შეხედვით მოულოდნელი სურათები დაიხათება, მისი ჭაბუკობის დროინდელი ლექსები სავსეა უიმედო,სასოწარკვეთილი,სევდიანი განწყიბილებით.. მერე ის იცვლება სატირული, მამხილებელი, მოურიდებელი დამოკიდებულებით და ბოლოს მთავრდება დინჯი, დაჯერებული, მტკიცე რწმენით.


ილიას ლექსებში გამოხატულია გულისტკივილი, წუხილი, იმედიც და უიმედობაც... განა ასეთი ღრმა ძილით შეპყრობილი ქვეყანა რაიმე ნუგეშს მოჰგვრიდა ილიას? მრავალწლიან მონობას ხალხის სიმტკიცე გაეტეხა, თანაც ამდენი უშედეგო აჯანყების შემდეგ ხალხი საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი. ამ უდიდეს წუხილს მგოსანი გამოხატავს ლექსში :”მას აქეთ, რაკი” . ყოველ აზრს მაშინ აქვს ფასი და ჭეშმარიტი ღირებულება , როცა მისი ავტორი თავად ცდილობს ზრის საქმედ ქცევას. აზრისა და საქმის ერთიანობის პრობლემა ერთ-ერთო ძირითადი საკითხია ილიას შემოქმედებისა, ილია წერს რომ იყო პოეტი ნიშნავს იყო დალოცვილი ღვთისგან, მაგრამ ამავდროულად უდიდესი მოვალეობა გაქვს ერის წინაშე, უნდა იყო მისი წინამძღოლი უფალთან, უნდა იყო მაგალითი... ილიას ლექსიდანპოეტიკარგად ჩანს,რომ ზნესრული ადამიანის ერთერთი უპირველესი ამოცანა ერის სამსახურია..


ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან შინ, საქართველოში ბრუნდება , იგი მამულის სამსახურად ემზადება და სულალალად ეკითხება თავისთვის: “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? შევძლებ კი ორი ღვიძლი სიტყვა ვუთხრა ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო? ”…


ასევე უდიდეს აზრს ატარებს მისი ლექსიროდემდის”. ამ კითხვით ილია მტკიცედ უკავშირებს ერთმანეთს ერის თავისუფლებასა და ზნესრული ადამიანის პრობლემას. ერის თავისუპლება შეუძლებელია თუკი არ გამოჩნდა ზნესრული ადამიანი , ხოლო ასეთი ადამიანი ვერ იარსებებს თუკი ერი არ იქნება თავისუფალი. ეს ორი მცნება უერთმანეთოდ არ არსებობს.


საქართველოს ბედის მძებნელის დიდი მისია რომ შეესრულებინა ილიას ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა ჩვენი წარსული, აწმყო, ხასიათი და თვისებები...


ფანატიკოსის სიყვარულით და დაუნდობლობით უნდა გაესინჯა, გაეჩხრიკა, აეწონ-დაეწონა ყოველივე, და ასეც მოიქცა. ანატომის გულგრილობით დადო საოპერაციო სარეცელზე საქართველოს ეროვნული სხეული, არ დაუტოვებია კუნჭულიც კი შეუმოწმებელი და დასვა თავზარდამცემი დიაგნოზი: “ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი” . ილიამ ყველაფერი ალალად და შეუფარებლად თქვა... ლექსში სასტიკი სარკაზმითაა გამოხათული იმ დაპროგრამებული ხალხის ყოფა, რომელიც მაინც ბედნიერია...


ერის მანკიერი თვისებების წინააღმდეგ ბრძოლა ძირითადი ამოცანის, ერის განთავისუფლების ნაწილი იყო.


ილიას არცერთ თხზულებას ისეთი კრიტიკა არ შეხვედრია როგორცგანდეგილს” . პოემა სუსტ ნაწარმოებად მიიჩნიეს. საზოგადოების აზრი ასეთი იყო: ჭავჭავაძის პესიმისტურ შეხედულებას სააქაოზე საზღვარი არ აქვს... ეს პოემა უსუსტესია რაც კი ილია ჭავჭავაძის კალმიდან გამოსულა... ეს პოემა ნამდვილად არ ნიშნავს ჩვენის მწერლობის ფეხის წინ წადგმას...


ამ პოემიდან შეგვიძლია მოვხვდეთ იამს რომ მხოლოდ პიროვნების სრულყოFის პროცესის შედეგად წყება ერის ხსნა. ყოველმა კაცმა ხორცი უნდა მისცეს სულისთვის, მაშინ გახდება შესაძლებელი ერის განთავისუფლება.


1892 წელს გამოსულ წიგნშიილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობაილიას საშინელი ქმედებები დასდეს ბრალად, ხალხი ჩურჩულებდა, ერთნი ილიას უჭერდნენ მხარს, მეორენი კი წიგნის ავტორს, ივანე მაჩაბელს.


რა გააკეთა .ჭავჭავაძემ რომელსამე საზოგადო ასპარეზზე?


რა გააკეთა დრამტიულ საზოგადოებაში?


რა გაკეთა წერა-კითხვის საზოგადოებაში?


რა გააკეთა სათავადაზნაურო სკოლის დამფუძნებელ საზოგადოებაში?


რად გარდაქმნა ქართული ყოველდღიური გაზეთი? და ბოლოს რა გააკეთა ყოველ დასახელებულ საქმის მასაზრდოებელ ბანკში, რომლის მოთავედაც ის ითვლება დასაწყისიდან დღემდე???


ეს საშინელი კითხვის ნიშნები ივანე მაჩაბელმა დასვა ისედაც დადუმებულ, დაპროგრამებულ საზოგადოებაში, და ხალხმაც ილია დაადანაშაულა, საზოგადოება კვლავ ვერ აზროვნებს და დაბრმავებულია... სიტუაცია უკიდურესაც იძაბება. ილია დაცინვით ლაპარაკობს მაჩაბელზე, მაჩაბელი ასსეტ წიგნს აქვეყნებს და ამ ორი პიროვნების ქიშპობას სახალხო საქმე ეწირება, რაზეც უზომოდ დარდობს ილია. ეს ყველაფერი ბოლოს იმით დამთავრდა,რომ ივანე მაჩაბელი ბანკიდან წავიდა. ზოგი ილიას გამარჯვებას ულოცავდა , მაგრამ მან ხომ იცოდა, რომე ეს არ იყო გამარჯვება...


1893 წლის 3 იანვარს დაიწყო გაზეთკვალისგამოშვება, საზოგადოება გულთბილად შეხვდა ამ ფაქტს, თუმცა მისი შექმნის დღიდან იგი მუდმივ წინააღმდეგობაში იყოივერიასთან”. კვალის ძირითად საქმიანობას წარმათავდა ნოე ჟორდანია, ხოლო პასუხისმგებელი მდივანი იყო ფილიპე მახარაძე. გაზეთს მთლიანადმესამე დასისთაობა დაეპატრონა.


1895 წლიდან გაზეთში ზედიზედ იბეჭდება ვრცელი წერილები , რომლებიც არსებითად ილიას წინააღმდეგ იყო მიმართული. აღარ ერიდებიან პროვოკაციებს, ილიას აბრალებენ, ადანაშაულებენ, მიწასთან ასწორებენ, ილიას კი მედგრად იცავს თავს და საპასუხო წერილებს აქვეყნებს.


XIX საუკუნის ბოლოს საქართველო კვლავ უდაბნოა, სადაც ერთადერთი ოაზისი ილია ჭავჭავაძეა.


ღოგორი იყო ის საფუძველი , რომელზედაც უნდა აშენებულიყო ილიას მომავალი საქართველო? E საფუძველი იყო მთელი საქართველოს ძალთა ერთად შეერთება, ყველა ქართველის, განურჩევლად წოდებისა, ერთად შეკავშირება, ერთი იდეალით გატაცება...


XX საუკუნის დასაწყისში ხალხი ეჭვის თვლით უყურებს ილიას, ამ და სხვა ვითარებებმა აიძულა ილია 1902 წელს უარი ეთქვაივერიისრედაქტორობაზე, ასევე 31 წლიანი ბანკში მუშაობის შედეგად გადადგა და მხოლოდ პენსიით დაკმაყოფილდა, 1905 წელს კი მოაწლოებული უბედურების წინათგრძნობით დაწერა ანდერძი.


1905 წლიდან კვლავ იწყება საშინელი ჭორები ილია ჭავჭავაძეზე, ნოე ჟორდანიას ქმედებების შედეგად საზოგადოებაში ავრცელებენ აზრს თითქოს ილია ჭავჭავაძე ცივსისხლიანი თავადია და გლეხებს მოენბივით ექცევა, მათ ტანჯავ , ამწარებს და უსამართლოდ ექცევა... ილიას არავინ ესარჩლებოდა, ხმას ვერავინ იღებდა...


ამავე პერიოდან ჩნდება აზრი საქართველოს ავტონომიის შესახებ. ილია საჭირო დროს ელოდებოდა და სწორედ ახლა მან ქართველ თავად-აზნაურებს მოუწოდა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდესო...


დამოუკიდებლობის წინააღმდეგნი იყვნენ სოციალ-დემოკრატები.


მაგრამ მაინც გაჩნდა პატარა ბიძგები მიძინებულ საზოგადოებაში, ხალხს ილიას იმედი გაუჩნდა...




მგზავრის წერილები





Комментариев нет:

Отправить комментарий